ფეხბურთი

0:50 | 12.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: "აპოელი" მიყვარს და აქ დარჩენა მინდა"

ნიქოზიის „აპოელის“ ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდში დარჩენა სურს, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

„ტიტულს „აპოელის“ გულშემატკივრებს და გუნდის ყველა წევრს ვუძღვნი. ბედნიერები ვართ, რადგან წელს გუნდში ბევრი სირთულე გამოვიარეთ. სამი წელი ველოდი ამ თასს და ლოდინი ღირდა.

დიახ, რა თქმა უნდა, კონტრაქტის შესახებ ვისაუბრეთ, მაგრამ ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია. მინდა დარჩენა, მიყვარს გუნდი და მისი სამყარო. მიყვარს აქაურობა და მინდა ისე გავახარო, როგორც დღეს არიან ბედნიერები“, - თქვა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაიამ „აპოელში“ აწ დასრულებულ სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა. ის ნიქოზიელთა ღირსებას 2021 წლიდან იცავს და კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.

0.130437