ფეხბურთი

0:12 | 12.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

31 ტურში 29 მოგება და 2 ფრე: "ალ ჰილალი" საუდის არაბეთის ჩემპიონი გახდა

გასულ ზაფხულს საუდის არაბეთის კლუბებმა არაერთი ხმაურიანი ტრანსფერი გააკეთეს და ბუნებრივია, ამ ქვეყნის ჩემპიონატმაც ყურადღება მიიპყრო.

გაძლიერებული საუდი პრო ლიგა კი, „ალ ჰილალმა“ მოიგო, თანაც სრული დომინაციით. ჟორჟე ჟუზუშის გუნდმა 31-ე ტურში „ალ ჰაზემი“ 4:1 დაამარცხა და სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ჩემპიონი გახდა.

„ალ ჰილალი“ 12 ქულით უსწრებს „ალ ნასრს“, რომელიც ვეღარ დაეწევა. ჟეზუშის შეგირდებმა საოცარი დომინანტობა აჩვენეს - 31 ტურში 29 მოგება, 2 ფრე და არც ერთი მარცხი!

„ალ ჰილალი“ საუდის არაბეთის ჩემპიონი ისტორიაში მე-19-ედ გახდა.

აქვე ვთქვათ, რომ სოლომონ კვირკველიას „ალ ოხდუდი“ 28 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-16 ადგილზეა, მაგრამ სამშვიდობო ზონას მხოლოდ ქულა აშორებს და დარჩენილ სამ ტურში მოუწევს გადარჩენისთვის ბრძოლა.

0.121666