ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ფულჰემი“ 4:0 გაანადგურა და ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.
„ქალაქელები“ მატჩის დასაწყისშივე იოშკო გვარდიოლმა დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმში ხორვატმა მცველმა დუბლის შესრულებაც შეძლო. გარდა ამისა, თავის გამოჩენა ფილ ფოდენმა და ხულიან ალვარესმა მოახერხეს, შედეგად, პეპ გვარდიოლას გუნდმა ძალიან ადვილად მოიგო.
„სიტი“ ორი ქულით უსწრებს „არსენალს“ და ორივე გუნდს ორ-ორი მატჩი დარჩათ გასამართი. „არსენალი“ ხვალ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ესტუმრება, ხოლო „სიტის“ 14 მაისს, გამოტოვებული მატჩი ელოდება სტუმრად „ტოტენჰემთან“.
სხვათა შორის, „მანჩესტერ სიტის“ დღევანდელი გამარჯვებით „ლივერპულმა“ ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგა.