„ტორინოს“ მცველი საბა საზონოვი გამოჯანმრთელდა და შესაძლოა, სერია A-ს უახლოეს ტურში, „ვერონას“ წინააღმდეგ ითამაშოს. ამის შესახებ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა განაცხადა.
„გუშინ მან პირველად ივარჯიშა 3-4 კვირის შემდეგ და ვინაიდან დაცვაში ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს, ვნახოთ, შეძლებს თუ არა, მატჩის დროს ჩვენს დაგვეხმარებას“, - აღნიშნა იურიჩმა.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ ხორვატმა სპეციალისტმა სეზონის ბოლოს „ტორინოდან“ წასვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. როგორც მან თქვა, კონტრაქტის განახლებას არ აპირებს.
საბა საზონოვმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, თუმცა მხოლოდ ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში და შეუცვლელად არც ერთხელ უთამაშია. „ვერონასა“ და „ტორინოს“ შეხვედრა 12 მაისს გაიმართება.