კალათბურთი

13:52 | 11.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის ლეიმა ბასკეტმა ესპანეთის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა

ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” ესპანეთის უმაღლესი ლიგის წევრია. ლაკორუნიულმა გუნდმა რანგით მე-2 ლიგა LEB Oro-ში პირველი ადგილი გაინაღდა, რითაც ელიტარული ლიგის საგზური მოიპოვა.

ტურნირის ბოლო, 33-ე ტურში ლეიმა ბასკეტს სტუმრად “მელილასთან” ჰქონდა მატჩი, რომლის გამარჯვების შემთხვევაში პირველობას ინაღდებდა. ბურჯანაძის გუნდმა მთელი სეზონის განმავლობაში ნაწვალები წყალში არ ჩაყარა, მთელი შეხვედრა მობილიზებულად ითამაშა და გამარჯვება მოიპოვა – 80:74.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 16:10 წუთი გაატარა. ამ დროში მან 6 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ბექამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოებშიც იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა, 5 სამქულიანი კი ააცილა.

GBF.GE

0.115522