ფეხბურთი

21:02 | 10.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" ზედიზედ მე-5 ფრე ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი გორში, „დილასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის გაიმართა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. პირველი ტაიმის ბოლოს ნიკა სანდოხაძემ გახსნა ანგარიში და იმერლები დააწინაურა, მაგრამ მეორე ნახევარში ნიკა გაგნიძემ შეძლო წონასწორობის აღდგენა და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - 1:1.

„დილა“ 28 ქულით მეორე ადგილზეა და მომდენო ტურში ლიდერ „იბერიას“ ესტუმრება, ხოლო „ტორპედო“ 20 ქულით მეოთხე პოზიციაზეა და წინ „დინამო ბათუმთან“ შეხვედრა ელოდება.

აღსანიშნავია, რომ სტივ კინის გუნდმა ზედიზედ მეხუთედ ითამაშა ფრედ, არადა, მანამდე 8 ტური ისე განვლო, რომ ფრე არ ჰქონდა.

„დილა“ – „ტორპედო“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 სანდოხაძე (45), 1:1 გაგნიძე (61)

0.112464