ფეხბურთი

20:30 | 10.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხით მეტ ფინანსურ მოგებას ნახავს, ვიდრე გამარჯვებით

დორტმუნდის „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში საკმაო ფინანსურ მოგებას ნახავს - არ აქვს მნიშვნელობა მატჩის შედეგს.

უფრო მეტიც, წაგებით გერმანული გუნდი უფრო მეტს გამოიმუშავებს. „დორტმუნდი“ თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, უეფასგან 20 მილიონი ევრო ერგება, ხოლო მარცხის შემთხვევაში - 25 მილიონ ევროს მადრიდის „რეალისგან“ მიიღებს.

საქმე ისაა, რომ ჯუდ ბელინგემის ტრანსფერში დევს პუნქტი, რომლის მიხედვით ესპანელებს 25 მილიონის ბონუსის გადახდა მოუწევთ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში. ვინაიდან, „ყვითლების“ მეტოქე მადრიდული გრანდია, სავსებით შესაძლებელია ეს მოხდეს.

პარადოქსია, მაგრამ „დორტმუნდი“ წაგებით უფრო მეტ ფინანსურ მოგებას ნახავს. ცხადია, „ბორუსია“ 5 მილიონის გამო ფინალს წასაგებად ნამდვილად არ ითამაშებს და ამ მოსაზრებას არსებობის უფლებაც არ აქვს, მაგრამ თვითონ ფაქტი მაინც საინტერესოა.

„დორტმუნდი“ და „რეალი“ პირველ ივნისს, ლონდონში, „უემბლიზე“ დაუპირისპირდებიან.

0.112871