საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურმა სტარტი „გაგრას“ და „სამტრედიას“ მატჩით აიღო, რომელიც მასპინძლებმა მოიგეს.
კონკურენტების დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და „გაგრამ“ მოიგო, ხოლო სამტრედიელთა კრიზისული პერიოდი გრძელდება.
ანგარიში შეხვედრის დასაწყისში გიორგი პაპუაშვილმა გახსნა, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში ლევან ხმალაძემ პენალტით მოახერხა გათანაბრება. თუმცა, 75-ე წუთზე ზაზა ციცქიშვილმა „გაგრას“ მოაგებინა.
„გაგრამ“ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „სამგურალს“ შეხვდება. „სამტრედია“ 7 ქულით ბოლო ადგილზეა და წინ „დინამო თბილისთან“ საშინაო თამაში აქვს.
„გაგრა“ – „სამტრედია“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 პაპუაშვილი (14), 1:1 ხმალაძე (52, პენ), 2:1 ციცქიშვილი (75)