რომან დოლიძე UFC-ში მორიგი ბრძოლისთვის ემზადება. ქართველ სპორტსმენს დაპირისპირება 8 ივნისს, კენტუკის შტატში, ბრაზილიელ მიშელ პერეირასთან მოუწევს, რომელსაც საოცარი სერია აქვს და ბოლო 8 შეხვედრა მოიგო.
მე-10 ბრძოლა დოლიძეს ამერიკელი ენტონი ერნანდესის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა, თუმცა მისმა მეტოქემ ტრავმა მიიღო და ჩვენებურმაც შემცვლელი მალევე იპოვა.
რომანს შერეული საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციაში სულ 9 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც 6 მოიგო და 3-ჯერ მარცხი განიცადა. რაც შეეხება მის ახალ მეტოქეს, მიშელს 42 დაპირისპირებიდან 31 თავის გამარჯვებით აქვს დასრულებული.