ფეხბურთი

23:52 | 9.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბორუსია“ მადრიდის „რეალისგან" დაახლოებით 5 მილიონ ევროს მიიღებს, თუ ბელინგემი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს

მადრიდის „რეალს" დორტმუნდის „ბორუსიასთვის" დაახლოებით 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, თუ „სამეფო კლუბის“ შემტევი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი, რომელიც მანამდე „ბორუსიაში“ თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ამის შესახებ ჟურნალისტმა პატრიკ ბერგერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

წყაროს ცნობით, ხელშეკრულება ჯამში 30,9 მილიონი ევროს პრემიას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც 1 ივნისს გაიმართება, მადრიდული კლუბი „ბორუსიას“ დაუპირისპირდება. თამაში ლონდონის ლეგენდარულ „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება.

20 წლის ნახევარმცველი მადრიდის „რეალში" გასულ ზაფხულს „ბორუსიიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში ბელინგემმა ყველა ტურნირზე მონაწილეობა მიიღო 39 მატჩში, 22 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.121486