ფეხბურთი

21:49 | 9.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიუ: „კარიერას 2035-2040 წლების განმავლობაში დავასრულებ“

ცნობილმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ განაცხადა, როდის დაასრულებს სამწვრთნელო კარიერას.

„კარიერას 2035-2040 წლების განმავლობაში დავასრულებ. მანამდე კი გავაგრძელებ გამარჯვებებს. ჩემი ისტორია უკვე დაიწერა, ამიტომ ვერავინ წაშლის მას“, - ციტირებს მოურინიუს სიტყვებს A Bola.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პორტუგალიელი სპეციალისტი არცერთ კლუბში არ იკავებს მთავარი მწვრთნელის თანამდებობას. მისი ბოლო სამუშაო ადგილი „რომა,“ გახლდათ რომელსაც 2021 წლიდან 2024 წლის იანვრამდე ხელმძღვანელობდა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 61 წლის სპეციალისტის მიმართ ინტერესი საუდის არაბეთის კლუბებმა გამოიჩინეს.

0.121769