ფეხბურთი

21:20 | 9.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის შეძენასთან ახლოსაა

„ბეტისის“ ნახევარმცველი გვიდო როდრიგესი კარიერას სავარაუდოდ „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ COPE იტყობინება.

წყაროს ცნობით, მხარეები 30 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ. ზაფხულში ის კატალონიურ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ნახევარმცველი ორიოლ რომეუს შეცვლის.

ამასთან, განმარტავენ, რომ გვიდოსა და „ლურჯ-ბროწეულისფერებს“ შორის ოფიციალური შეთანხმება მას შემდეგ გაფორმდება, რაც კატალონიელები ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებენ.

გვიდო როდრიგესი „ბეტისში“ 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობს, როცა ესპანურ გუნდში მექსიკურ კლუბ „ამერიკიდან“ გადავიდა. 30 წლის არგენტინელი ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2022 წელს ფიფას მუნდიალის ჩემპიონი გახდა.

0.463028