ფეხბურთი

18:43 | 9.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა „ბენფიკას" 19 წლის ნახევარმცველისთვის 100 მილიონი ევრო გადაიხადოს

„მანჩესტერ იუნაიტედი" „ბენფიკას“ 19 წლის ნახევარმცველით ჟოაუ ნევეშით დაინტერესდა - გვამცნობს Record.

„წითელი ეშმაკები“ მზად არიან პორტუგალიურ კლუბს ნევეშისთვის 100 მილიონი ევრო შესთავაზონ.

ნევეში „ბენფიკას“ აკადემიის აღზრდილია. ის პორტუგალიური კლუბის ზრდასრულთა გუნდში 2023 წლიდან თამაშობს.

მიმდინარე სეზონში 19 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111043