ფეხბურთი

21:58 | 11.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო შოტლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი შოტლანდიასთან 0:1 წააგო.

მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში, 28-ე წუთზე შონ მელოუნის დარტყმას მოჰყვა - ლორიას მიერ მოგერიებული ბურთი აკაკი ხუბუტიას ფეხიდან რიკოშეტით კარში აღმოჩნდა.

თემურ ქეცბაის შეგირდებს ევროშესარჩევში მომდევნო შეხვედრა 14 ოქტომბერს გიბრალტარის წინააღმდეგ ელოდებათ.


0.110544