„ოლიმპიაკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა ჟურნალისტებს „ასტონ ვილასთან“ კონფერენს ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის მოლოდინი გაუზიარა. შეხვედრა დღეს, 9 მაისს გაიმართება პირეოსში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
„ეს მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება სეზონში? იმედი მაქვს არა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანიც გვექნება. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ - პირველი მატჩის შემდეგ სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. ეს ორმხრივი თამაშია და „ასტონ ვილა“ მაქსიმალურად ეცდება ფინალში გასვლას. ორივე გუნდს აქვს შანსი, “ - ციტირებს მენდილიბარის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
ინგლისში ნახევარფინალის პირველ მატჩში ბერძნულმა კლუბმა ანგარიშით 4:2 მოიგო.