ფეხბურთი

16:53 | 9.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნაჩო კარიერის გაგრძელებას აშშ-ში ან საუდის არაბეთში აპირებს

მადრიდის „რეალის" მცველი ნაჩო ფერნანდესი ესპანურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.

34 წლის ფეხბურთელი მადრიდული ბანაკის დატოვების შესახებ თავდაპირველი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ფეხბურთელი მზად არის დატოვოს ევროპა, რათა კარიერა განაგრძოს ამერიკული MLS-ის ან საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაჩო შესაძლოა მაიამის „ინტერის“ ფეხბურთელი გახდეს.

ნაჩო მადრიდის „რეალის“ აკადემიის აღზრდილია. ჯამში მან „ლოს ბლანკოსის“ შემადგენლობაში 359 მატჩი ჩაატარა, 16 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. გუნდთან ერთად, მოთამაშე გახდა ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული და ესპანეთის ოთხგზის ჩემპიონი.

0.11949