ინგლისის პრემიერლიგამ 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულის ნომინანტების ვინაობა გამოაქვეყნა.
ჯილდოსთვის იბრძვიან „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ფილიპ ფოდენი, „სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი, „ნიუკასლის“ შემტევი ალექსანდერ ისაკი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი კობი მაინუ, „ჩელსის“ ნახევარმცველი კოულ პალმერი, „არსენალის“ ფორვარდი ბუკაიო საკა, „მეთოფეების“ მცველი უილიამ სალიბა, ასევე „ტოტენჰემის“ უკანახაზელი დესტინი უდოჯი.
შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს ლონდონის არსენალი „იკავებს.“ „მანჩესტერ სიტი" მეორე ადგილზეა და ერთი ქულით ჩამორჩება „მეთოფეებს" თუმცა ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა.