სხვა

14:26 | 9.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

წარმატებული სტარტი მსოფლიო თასზე: პარა წოლჭიმში ქართველებმა ოქრო და ბრინჯაო მოიპოვეს

საქართველოს პარა წოლჭიმის ნაკრებმა ტაილანდში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე წარმატებული სტარტი აიღო.

ჩვენი ქვეყნის სახელით +107 კილოგრამ წონით კატეგორიაში აკაკი ჯინჭარაძე გამოვიდა და ოქროს მედალი მოიპოვა. მან ინდივიდუალურ ასპარეზობაში, სამი მისვლის ჯამში 236 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი არავის დაუთმო.

ამავე წონაში გიორგი ლაცაბიძემ 229კგ დააფიქსირა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. საქართველოს პარა წოლჭიმის ნაკრები გუნდი ტაილანდი 2024 მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობას განაგრძობს. სულ ჩვენი ქვეყნის სახელით 4 სპორტსმენი გამოდის და ტურნირი 11 მაისს დასრულდება.

0.129142