ფეხბურთი

13:54 | 9.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა სობოსლაიმ პრემიერლიგა ბუნდესლიგას შეადარა

„ლაიპციგის“ ყოფილმა ნახევარმცველმა და ახლა „ლივერპულის“ ფეხბურთელმა დომინიკ სობოსლაიმ ინგლისის პრემიერლიგა ბუნდესლიგას შეადარა.

„პრემიერლიგა გაცილებით სწრაფია. აქ ფიქრისთვის იმდენი დრო არ გაქვს, რამდენიც ბუნდესლიგაში. ინგლისში თამაშისას თქვენ უნდა იცოდეთ რას აპირებთ ბურთის მიღებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფრის გაკეთების საშუალება არ მოგეცემათ“, - ციტირებს ჟურნალისტი დეივ ოკოპი სობოსლაის სიტყვებს თავის ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სობოსლაი „ლივერპულში“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში უნგრელმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.118507