გერმანული ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ იტალიურ „რომასთან“ ევროპა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა. გუნდები დღეს, 9 მაისს ითამაშებენ ლევერკუზენში. შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. პირველ მატჩში „ბაიერმა“ სტუმრად ანგარიშით 2:0 მოიგო.
„უმაღლესი მატჩი გველოდება შესანიშნავ ატმოსფეროში. ევროპის ლიგის ნახევარფინალი დიდი მოვლენაა. ახლაც მახსოვს, შარშან როგორ დაგვხვდნენ გულშემატკივრები ბისმარკშტრასეზე. ეს იყო წარმოუდგენელი რამ!
ჩვენ არ დავიწყებია შარშანდელი ტკივილი. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რომ ფინალში გასვლა ამჯერად გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნოთ“, - ციტირებს ალონსოს სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
ევროპა ლიგის გასულ სეზონში „ბაიერმა“ ნახევარფინალში „რომასთან“ საერთო ჯამში 0:1 წააგო.