ფეხბურთი

23:24 | 8.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინა" კონფერენს ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა

კონფერენს ლიგის საპასუხო ნახევარფინალში ფლორენციის „ფიორენტინამ“ ბელგიურ „ბრიუგესთან“ არ წააგო და ფინალში გავიდა.

პირველი მატჩი იტალიელებმა შინ 3:2 მოიგეს, ხოლო დღეს, ბელგიაში, მასპინძლები მე-20 წუთზე დაწინაურდნენ. შეხვედრა ახლოს იყო დამატებით დროსთან, მაგრამ ლუკას ბელტრანმა 85-ე წუთზე პენალტით მოახერხა გათანაბრება და ეს გადამწყვეტი გოლი იყო.

მატჩი 1:1 დასრულდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში „იებმა“ 4:3 მოიგეს და ზედიზედ მეორედ გავიდნენ კონფერენს ლიგის ფინალში.

სხვათა შორის, ამ ტურნირზე „ფიორენტინას“ საერთოდ არ უწევდა ამ სეზონში თამაში, რომ არა, გასულ სეზონში „იუვენტუსისთვის“ დაკლებული ქულები.

ფინალში „ფიორენტინას“ მეტოქე „ოლიმპიაკოსი“ ან „ასტონ ვილა“ იქნება. პირველი მატჩი ბერძნებმა ინგლისში 4:2 მოიგეს და ფავორიტები არიან.

0.138391