11-12 მაისს თბილისში, „ხვამლი არენაზე“ 15-წლამდე მორაგბეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ძირითად ტურნირში ის გუნდები მოხვდნენ, რომლებმაც საკვალიფიკიციო ტურნირი წარმატებით გადალახეს. 16 მონაწილე ოთხ 4-გუნდა ჯგუფშია გადანაწილებული. 11 მაისს ჯგუფური ეტაპის 3-3 შეხვედრა გაიმართება (თითო თამაში ორი 10-წუთიანი ტაიმი) და თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო თასის მეოთხედფინალში გავა, დანარჩენები კი მე-9-მე-16 ადგილებისათვის გააგრძებენ ბრძოლას.
ფლეი ოფები და ფინალები 12 მაისსაა ჩანიშნული.
15-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილე გუნდები, რეიტინგის მიხედვით, ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:
ა ჯგუფი: ლელო, ჩოხატაური, ხვამლი, ლეგიონი; ბ ჯგუფი: აია, რაშები, ბათუმი, ვეფხვები; გ ჯგუფი: ლომები, ფოთი, აკადემია, ხარები; დ ჯგუფი: აჭარა, ყოჩები, საჩხერე, ავჭალა.
თამაშები ორივე დღეს 11 საათზე დაიწყება.
RUGBY.GE