აზერბაიჯანულ და სლოვაკურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ ვაისი ბაქოში იყო და ადგილობრივ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
თუმცა, ბრატისლავის „სლოვანში“ ეს ცნობა უარყვეს. როგორც სლოვაკური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა განაცხადა, ვაისი ბაქოში არ არის, ბრატისლავაშია და კლუბიდან წასვლას არ აპირებს.
მან დაადასტურა, რომ სურთ ვაისთან თანამშრომლობის გაგრძელება და კლუბის გეგმები ისევ მას უკავშირდება. უფრო მეტიც, გამოცდილი სპეციალისტის მოთხოვნების შესრულებასაც აპირებენ შემადგენლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ჩაუდგა სათავეში „სლოვანს“, რომელსაც ზედიზედ ოთხჯერ მოაგებინა სლოვაკეთის ჩემპიონატი.