ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა Fourfourtwo-მ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მონაწილე მწვრთნელების რეიტინგი გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრების თავკაცი ვილი სანიოლი გამოცემის ვერსიით, ევრო 2024-ზე მეტ-15 მწვრთნელია და ფრანგის შესახებ წერს:
„ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებში, ვილი სანიოლმა საქართველოში ლეგენდის სტატუსი უზრუნველყო იმით, რომ პატარა კავკასიური ქვეყანა დიდ ტურნირზე პირველად გაიყვანა. სანიოლი 2021 წელს დაინიშნა და მისმა გუნდმა ლუქსემბურგის და საბერძნეთის დამარცხებით მოახერხა ევრო 2024-ზე გასვლა“, - წერს ცნობილი გამოცემა.
რაც შეეხება Fourfourtwo-ს სრულ რეიტინგს ასეთია:
1. დიდიე დეშამი (საფრანგეთი)
2. ლუჩანო სპალეტი (იტალია)
3. იულიან ნაგელსმანი (გერმანია)
4. გარეთ საუთგეიტი (ინგლისი)
5. ზლატკო დალიჩი (ხორვატია)
6. რობერტო მარტინესი (პორტუგალია)
7. დომენიკო ტედესკო (ბელგია)
8. ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი)
9. კასპერ ჰიულმანდი (დანია)
10. მარკო როსი (უნგრეთი)
11. სტივ კლარკი (შოტლანდია)
12. რონალდ კუმანი (ნიდერლანდები)
13. სილვინიო (ალბანეთი)
14. ვინჩენცო მონტელა (თურქეთი)
15. ვილი სანიოლი (საქართველო)
16. რალფ რანგნიკი (ავსტრია)
17. ფრანჩესკო კალცონა (სლოვაკეთი)
18. ედუარდ იორდანესკუ (რუმინეთი)
19. სერგეი რებროვი (უკრაინა)
20. მატიაშ კეკი (სლოვენია)
21. მურატ იაკინი (შვეიცარია)
22. მიხალ პრობიერჟი (პოლონეთი)
23. ივან ჰაშეკი (ჩეხეთი)
24. დრაგან სტოიკოვიჩი (სერბეთი)
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.