კალათბურთი

16:20 | 7.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია სერია A-ს რეგულარული სეზონის MVP-ის ჯილდოსთვის იბრძვის

„ვირტუს ბოლონიას“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია სერია A-ს რეგულარული სეზონის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის.

სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწყო გამოკითხვა და გამოქვეყნდა ნომინანტების სია, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანიცაა.

შენგელიას გარდა, ნომინანტებში არიან მარკო ბელინელი, მირო ბილანი, ლენგსტონ გალოვეი, ნიკოლო მანიონი, ნიკოლო მელი, ჩარლი მური, შევონ შილდსი, რეიჯონ ტაკერი, პეიტონ ვილისი.

შენგელია სერია A-ს რეგულარულ სეზონში (სულ 25 მატჩი) საშუალოდ 23 წუთში 13.8 ქულას, 5.1 მოხსნას და 3.3 პასს აგროვებდა.

„ვირტუსმა“ რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფის პირველ სტადიაზე, მეოთხედფინალში „ტორტონას“ დაუპირისპირდება.

0.115279