ფეხბურთი

14:08 | 7.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ნოტინგემ ფორესტის“ აპელაცია უარყოფილია

„ნოტინგემ ფორესტის“ საფეხბურთო კლუბის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი ინგლისის პრემიერლიგის გადაწყვეტილების შესახებ, რის შემდეგაც კლუბს ფინანსური წესების დარღვევის გამო ოთხი ქულა ჩამოეჭრა, უარყოფილია - გვამცნობს The Athletic-ის ჟურნალისტი და ინსაიდერი დევიდ ორნშტეინი.

ამრიგად, „მეტყევეები“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ისევ მე-17 ადგილზე არიან, სეზონის ბოლომდე დარჩენილია ორი მატჩი. „ნოტინემ ფორესტს“ კვლავ 29 ქულა აქვს, სამით მეტი „ლუთონზე,“ რომელიც მე-18 ადგილზეა. შიდა ჩემპიონატის მომდევნო მატჩში „ნოტინგემი“ „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ „ნოტინგემ ფორესტს“ მარტის შუა რიცხვებში ოთხი ქულა ჩამოაკლეს. ამ სეზონის დასაწყისში ინგლისის პრემიერლიგაში, „ევერტონს“ ფინანსური წესების დარღვევისთვის 10 ქულა ჩამოაკლეს. მაგრამ აპელაციის შემდეგ, მერსისაიდელებმა ოთხი ქულა დაიბრუნეს.

0.128737