„მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა ანტონიმ თანაგუნდელებთან მიმოწერისას შეურაცხყოფა მიაყენა მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგს და ნიდერლანდელ სპეციალისტს „მელოტი კვერცხთავა" უწოდა. მწვრთნელს მიმოწერის სკრინშოტი აჩვენეს - გვამცნობს Globo Esporte.
ტენ ჰაგი ანტონისთან ისაუბრებს და სავარაუდოდ დისციპლინურ ზომებს მიიღებს. შესაძლოა, ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩებში არ ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ წინა დღეს, 6 მაისს, ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩი „კრისტალ პალასმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 4:0 მოუგო.
„მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 54 ქულით მე-8 ადგილზეა.