ფეხბურთი

12:24 | 7.05.2024 | ნანახია 772 - ჯერ

დონარუმა და პსჟ ახალი კონტრაქტის პირობებს 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს განიხილავენ

მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას შეუძლია პსჟ-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, იუწყება ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდი.

წყაროს ცნობით, 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს ფეხბურთელი და კლუბი შემდგომი თანამშრომლობის პირობების განხილვას აპირებენ. ამბობენ, რომ იტალიელს პსჟ-ის კაპიტანობა სურს.

დონარუმა პსჟ-ს „მილანიდან“ 2021 წლის ივლისში შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში მან 40 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 16-ში „მშრალად“ შეინახა კარი, დანარჩენში კი 36 გოლი გაუშვა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:04 | 23.07.2024
Z.LO (802)

თუ არ ათამაშე, სულ გამოუცდელი იქნება. ატ..კებს ტორინო!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070103
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
772