ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ფორმულა 1-ში მაიამის გრან პრის დაესწრო, სადაც მას „ბაიერნის“ მწვრთნელობის ალბათობაზე ჰკითხეს.
ზიზუმ ეს უარყო და თქვა, რომ იმედი აქვს, „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნს“ დაამარცხებს.
„ბაიერნს“ გავწვრთნი? არად, თამაშის საყურებლად მივდივარ, იმედი მაქვს, რომ „რეალი“ მოიგებს“, - თქვა ზინედინმა.
შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო კარიერაში „რეალის“ გარდა არსად არ აქვს ნამუშევარი.