ფეხბურთი

13:00 | 6.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" კატასტროფული სტატისტიკა: ბოლო 14 ტურში მხოლოდ 2 მოგება და 14 ქულა

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ში პირველი წრის შემდეგ ჩემპიონობისთვის იბრძოდა და „ინტერს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ მეორე წრეში კლუბს კატასტროფული შედეგები აქვს.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა მეორე წრეც ზედიზედ ორი გამარჯვებით დაიწყო („სასუოლოსა“ და „ლეჩესთან“), მაგრამ მას შემდეგ ღრმა კრიზისი დაეწყო. სერია A-ს ბოლო 14 მატჩიდან ტურინულმა გრანდმა მხოლოდ ორი მოიგო, ორივე საკუთარ მოედანზე „ფროზინონესა“ და „ფიორენტინასთან“, ორივე შემთხვევაში მძიმედ.

„იუვეს“ სტუმრად 21 იანვრის შემდეგ არ მოუგია, როცა „ლეჩე“ დაამარცხა (3:0), მას მერე საგარეო 7 მატჩში 4 ქულა მოიპოვა (4 ფრე, 3 წაგება), რაც კატასტროფული შედეგია. საერთოდაც, ბოლო ტურში ალეგრის გუნდმა მხოლოდ 14 ქულა მოიპოვა.

მიუხედავად ამისა, „იუვენტუსი“ ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან, რადგან 66 ქულით მესამე ადგილზეა, ეს კი, დიდწილად შესანიშნავად ჩატარებული პირველი წრის დამსახურებაა, თორემ მეორე წრეში გუნდს ისეთი შედეგები აქვს, გასავარდნ ზონასთან ახლოს უნდა ყოფილიყო...

„იუვენტუსს“ სეზონის ბოლომდე სერია A-ში სამი მატჩი დარჩა გასამართი „სალერნიტანას“, „ბოლონიასა“ და „მონცას“ წინააღმდეგ, ხოლო იტალიის თასის ფინალში „ატალანტას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061689