კალათბურთი

12:48 | 6.05.2024 | ნანახია 0 - ჯერ

თორნიკე შენგელია სერია A-ს აპრილის სიმბოლურში მოხვდა

„ვირტუს ბოლონიას“ ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია იტალიის სერია A-ს აპრილის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

გასულ თვეში შენგელიამ სერია A-ში 5 მატჩი ჩაატარა, ორჯერ ტურის სიმბოლურშიც მოხვდა, ხოლო საშუალოდ 11.4 ქულას, 3.2 მოხსნას და 3 პასს აგროვებდა.

აპრილის სიმბოლურ ნაკრებში შენგელიასთან ერთად ანდრეა ჩინჩარინი, შევონ შილდსი, დერეკ ოგბეიე და ნიკო მანიონი მოხვდნენ.

„ვირტუს ბოლონიამ“ რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში „ტორტონას“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:48 | 28.03.2024
luka08 (622)

რა ათუკა , ამხელა კაცია . ავთანდილია ბიჭი და რატომ აათუკებთ ?

0.119793