კალათბურთი

1:14 | 6.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინმა ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს

ესპანეთის ლიგა ენდესას 32-ე ტურში „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „ბრეოგანთან“ 54:76 დამარცხდა, გიორგი შერმადინმა კი ტრავმა მიიღო.

ქართველი ცენტრი პირველი პერიოდის მიწურულს დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა. უფრო მეტიც, დიდი ალბათობით, მისთვის სეზონი დასრულებულია.

როგორც მატჩის შემდეგ „ტენერიფეს“ მთავარმა მწვრთნელმა ვიდორეტამ თქვა, მას ნეკნი აქვს გაბზარული და პლეი-ოფში შერმადინის არყოფნა გუნდის თამაშზე გავლენას მოახდენს.

ქართველმა ცენტრმა „ბრეოგანთან“ 5 წუთი ითამაშა და 4 ქულის დაგროვება მოასწრო. ის ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონში საშუალოდ 23 წუთში 12 ქულას, 5.2 მოხსნას და 1.4 პასს აგროვებდა.

0.133384