კალათბურთი

23:05 | 5.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაში სერია A-ში

იტალიის სერია A-ში რეგულარული სეზონი დასრულდა, რომლის ბოლო ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ტრენტო“ 108:61 გაანადგურა.

ქართველმა კალათბურთელმა 17 წუთი ითამაშა, თუმცა 15 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მან 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ თორნიკე შედეგიანობით მხოლოდ თანაგუნდელ მარკო ბელინელის ჩამორჩა.

„ვირტუსმა“ 22 მოგებით და 8 წაგებით პირველ ადგილზე დაასრულა რეგულარული სეზონი, პლეი-ოფის მეოთხედფინალურ ეტაპზე კი „ტორტონას“ შეხვდება.

0.114662