ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურში გრაცის „შტურმმა“ „ჰარტბერგს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, რაც ოთარ კიტეიშვილის დამსახურებაა.
გრაცელებმა მე-9 წუთიდან რიცხობრივ უმცირესობაში ითამაშეს და მე-17 წუთზე გოლიც გაუშვეს, მაგრამ 58-ე წუთზე კიტეიშვილმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრა ფრედ დასრულდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქულა იყო გრაცელებისთვის.
კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 38 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ასევე ცხრაჯერ საგოლე პასი მიითვალა.
„შტურმი“ ლიდერია და სეზონის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.