ფეხბურთი

14:50 | 5.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "ფანებისთვის რომ დაეჯერებინათ, "მილანის" მწვრთნელი არც საკი იქნებოდა და არც მე"

„მილანში“ ხულენ ლოპეტეგის დანიშვნა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ფანების პროტესტის გამო, რომლებსაც ესპანელი არ მოსწონდათ, „როსონერის“ ხელმძღვანელობამ უკან დაიხია და ლოპეტეგის დანიშვნაზე უარი თქვეს.

ამას გამოეხმაურა „როსონერის“ ლეგენდარული მწვრთნელი ფაბიო კაპელო, რომელმაც თქვა, რომ „მილანის“ ხელმძღვანელობას თავის დროზე გულშემატკივრებისთვის რომ დაეჯერებინა, „მილანში“ არიგო საკიც არ იმუშავებდა და არც თვითონ - ფაბიო კაპელო.

„თუ კლუბში დარწმუნებული არიან კონსეისაოში, გამოდის, რომ ეს სწორი გზაა. მთავარია, რომ კლუბში ყველა ერთმანეთს ეთანხმება. რაც შეეხება ლოპეტეგის, რომელზეც უარი ფანების პროტესტის გამო თქვეს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლოა კლუბში ეს არჩევანი ერთსულოვანი არ იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე შეცდომა იქნება: წარსულში „მილანში“ გადაწყვეტილებები ფანების განწყობის მიხედვით რომ მიეღოთ, „მილანს“ არ ეყოლებოდა საკი ან თუნდაც კაპელო“, - თქვა ფაბიომ.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე „მილანის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი სერჟიო კონსეისაოა, რომელიც 2017 წლიდან „პორტუში“ მუშაობს.

0.109527