პორტუგალიელი სპეციალისტის ჟოზე მოურინიუს მომსახურებით საუდის არაბეთის მეორე დივიზიონის წარმომადგენელი „ალ-ქადისია“ დაინტერესდა - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი.
წყაროს ცნობით, ეს კლუბი ნავთობკომპანია Aramco-ს ეკუთვნის, რომელსაც ფიფასთან სპონსორობის კონტრაქტი აქვს გაფორმებული.
ხაზგასმულია, რომ „ალ-ქადისიას“ ხელმძღვანელობას სურს საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის (PIF) კუთვნილ კლუბებს: „ალ-იტიჰადს“, „ალ-ნასრის,“ „ალ-აჰლისა“ და „ალ-ჰილალს“ კონკურენცია გაუწიოს.
პრო ლიგაში გადასასვლელად „ალ-ქადისიას“ მეორე ლიგის დარჩენილი ოთხ მატჩში ორი ქულის დაგროვება ეყოფა.
მოურინიო ალ-ხობარში მაისის ბოლოს ჩავა.
61 წლის სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი იტალიური „რომა“ გახლდათ, რომელიც წლეულს იანვარში დატოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბოზო წამოხვალთ შენ და მარეზა მანიუში ოღონდ ზაფხულშI!
ეს ბიძინაა ივანიშვილი

მომავალი წელი უკეთესოი იქნებაო
