ფეხბურთი

20:57 | 4.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„შეფილდი“ ინგლისში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 100 წლის განმავლობაში 100 გოლი გაუშვა

ინგლისის ჩემპიონატის 36-ე ტურის საშინაო მატჩში „შეფილდ იუნაიტედი“ „ნოტინგემ ფორესტთან“ 1:3. პრემიერლიგაში შეფილდელების მოუგებელმა სერიამ 12 მატჩს მიაღწია.

პრემიერლიგის 36 მატჩში „შეფილდმა“ 100 გოლი გაუშვა.

სტატისტიკური პორტალის, Opta-ს ცნობით, „შეფილდ იუნაიტედი“ გახდა პირველი გუნდი ინგლისის ჩემპიონატში, რომელმაც 38 მატჩიან სეზონში 100 გოლი გაუშვა, 1908/09 წლების სეზონის „ლესტერის“ შემდეგ (102).

„შეფილდი“ (16 ქულა) პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-20 ადგილზეა და ჩემპიონშიფში ნაადრევად დაქვეითდა.

0.116855