ფეხბურთი

20:24 | 4.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბრაიმ დიასის გოლი და საგოლე გადაცემა „რეალს“ „კადისის“ დამარცხებაში დაეხმარა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 34-ე ტურის მატჩში მადრიდის „რეალმა" „კადისს" უმაასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

მატჩის გმირი ბრაიმ დიასი გახდა, რომელმაც სტუმრებს გოლიც გაუტანა და საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.

მატჩის 51-ე წუთზე ანგარიში დიასმა გახსნა, 68-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა იმავე დიასის პასით გაიტანა. 90+3-ე წუთზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში ხოსელუმ დააფიქსირა

„რეალი“ პრიმერას ცხრილში 87 ქულით პირველ ადგილზეა. 26-ქულიანი „კადისი“ კი მე-18-ზე.

თუ დღეს "ბარსელონა" "ჟირონასთან" ქულებს დაკარგავს, "რეალი" ჩემპიონი გახდება.

0.131963