გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ფანებისგან ყველაზე მეტი ხმა ქართველმა თავდამსხმელმა მიიღო.
მიქაუტაძე უკვე მესამედ გახდა „მეცში“ თვის MVP - აგვისტოში, თებერვალსა და აპრილში. გიორგიმ მეტიუ უდოლს, ალეკსანდერ უკიჯას და პაპა ამადუ დიალოს აჯობა.
ქართველმა თავდამსხმელმა აპრილი დიდებულად ჩაატარა და ლიგაში 1-ში გამართულ ოთხ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ერგო.