ფეხბურთი

13:11 | 4.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მილანში" სერჟიო კონსეისაოს დანიშვნა სურთ

„მილანში“ ხულენ ლოპეტეგის დანიშვნა ჩაიშალა, მაგრამ იტალიური კლუბი ახალი მწვრთნელის ძიებას აგრძელებს.

როგორც იტალიური მედია წერს, „როსონერის“ ხელმძღვანელობას პირველი კონტაქტი ჰქონდა „პორტუსთან“ - მათი სამიზნე სერჟიო კონსეისაოა, რომელსაც „დრაკონებთან“ 2028 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი და შესაბამისად, იტალიელებს მის განსათავისუფლებად კლუბთან შეთანხმება სჭირდებათ. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

სამაგიეროდ, ცნობილია, რომ მილანელთა სიაში ასევე არიან რობერტო დე ძერბი და პაულუ ფონსეკა, რომლებიც შესაბამისად, „ბრაიტონსა“ და „ლილში“ მუშაობენ.

სერჟიო კონსეისაო „პორტუს“ 2017 წლიდან ავარჯიშებს და მას შემდეგ 3-ჯერ მოაგებინა პორტუგალიის ჩემპიონატი, ასევე სამჯერ თასი, ერთხელ პორტუგალიის ლიგის თასი და სამჯერაც პორტუგალიის სუპერთასი.

კონსეისაო, როგორც ფეხბურთელი, იტალიაში „პარმას“, „ლაციოს“ და „ინტერის“ ღირსებას იცავდა.

0.111744