„შავი ლომი“ სტუმრად „ლესტერ თაიგერსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 13:21 დამარცხდა.
ქართულმა ფრენჩაიზმა ბოლომდე იბრძოლა, მეტოქეს ტოლი თითქმის არაფერში დაუდო და 2 ლელოს გატანაც მოახერხა. თუმცა, საბოლოოდ, მაინც ინგლისელებმა მოიგეს, რომლებიც გადახალისებული შემადგენლობითაც თამაშობდნენ.
„შავი ლომი“ შოტლანდიაში იყო 18 აპრილიდან, სადაც ედინბურგისა და გლაზგოს გუნდებსაც გაეჯიბრა.