ევრო 2024-ზე ნაკრებებს უეფამ ნება დართო, რომ 26-კაციანი განაცხადები დაასახელონ. თუმცა, წინა ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, რამდენიმე ცვლილებაა.
მაგალითად, ევრო 2020-ზე, როცა 26-კაციანი განაცხადი კორონავირუსის პანდემიის გამო გაუშვეს, სამატჩო განაცხადში მხოლოდ 23 ფეხბურთელი ხვდებოდა, შესაბამისად, სამ ფეხბურთელს თამაშის დროს ტრიბუნაზე ყოფნა უწევდა. ახლა, 26-ვე ფეხბურთელის სამატჩო განაცხადში ყოფნა იქნება შესაძლებელი.
გარდა ამისა, 26-კაციანი განაცხადი სავალდებულო არ არის, არამედ ნებაყოფლობითია: ვისაც სურვილი ექნება, ევრო 2024-ზე 23 ფეხბურთელს წაიყვანს ან 26-ს, მაგრამ სავალდებულო არ არის 26-კაციანი კვოტის ბოლომდე შევსება.
ასე რომ, ვილი სანიოლს შეუძლია, როგორც 23 ფეხბურთელის გამოძახება, ისე 26-ის - ეს თავის არჩევანზე იქნება.
უეფაში განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადა 7 ივნისია.