ფეხბურთი

22:32 | 3.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის ეფექტური გოლი ლიგა 2-ში (VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ბორდომ“ „აიაჩოს“ უმასპინძლა, რომელიც 4:0 გაანადგურა, ზურიკო დავითაშვილმა კი ულამაზესი გოლი გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა 28-ე წუთზე მეკარეს შორეულ კუთხეში ძლიერი და ზუსტი დარტყმით გაუტანა და ანგარიში იმ დროისთვის 2:0 გახადა.

დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ 35 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, 6-ჯერ კი საგოლე პასი შეასრულა.

"ბორდო“ 47 ქულით მე-12 ადგილზეა და ლიგა 2-ში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა, მომდევნო ტურში კი 10 მაისს, სტუმრად „კონკორნოს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110766