პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურში „კრაკოვიამ“ „გურნიკი“, რომელიც მესამე ადგილზეა, 5:0 გაანადგურა, ოთარ კაკაბაძემ კი, გოლი გაიტანა.
ქართველმა მცველმა თავი მეორე ტაიმის დასაწყისში გამოიჩინა, 53-ე წუთზე. ოთარი შეტევაში კარგად ჩაერთო და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა, რითაც იმ დროისთვის ანგარიში 3:0 გახადა.
კაკაბაძეს 21 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. „კრაკოვია“ სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 36 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 10 მაისს, „სლასკს“ ესტუმრება.