ფეხბურთი

16:58 | 3.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბოლონი: "მიქაუტაძე ზეციდან არ ჩამოვარდნილა, მასაც სჭირდებოდა მუშაობა და დრო"

„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ „რენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა.

რუმინელ სპეციალისტს არაერთ ფეხბურთელთან უმუშავია, მათ შორის, კრიშტიანუ რონალდუსთან და სწორედ ამაზე ჰკითხეს, რომელ ადგილზე დააყენებდა მიქაუტაძეს იმ ფეხბურთელებში, ვინც მას გაუწვრთნია.

„ის კარგ ფეხბურთელებს შორისაა, მაგრამ ვერ გავბედავ მის შედარებას კუარეჟმასთან, უგო ვიანასთან, რონალდუსთან ან ფრაისთან მაინც. შეცდომა იქნებოდა ამის გაკეთება. ის ძალიან სასარგებლოა და ძნელი წარმოსადგენია ჩვენი გუნდი მის გარეშე. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ძალიან კარგია, მაგრამ საინტერესო ფეხბურთელია ჩვენთვის და საფრანგეთის ჩემპიონატისთვის.

17 მატჩში 11 გოლი? კარგი საშუალო სტატისტიკაა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა გვეშინოდა, როდესაც მას ჰქონდა პირველივე ვარჯიშები და პირველი მატჩები. ის ზეციდან არ ჩამოვარდნილა, როგორც ყველას, მას სჭირდებოდა მუშაობა და 6 თვის შემდეგ სიამოვნების მიღება“, - თქვა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, ბოლო ოთხ შეხვედრაში - 6. გასულ სეზონშიც ბოლონის ხელმძღვანელობით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა, სადაც ბომბარდირი და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

0.138931