„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰთან კონფლიქტი არ აქვს და ყველაფერი რიგზეა.
„ყველაფერი მოგვარებულია, პრობლემა არ არის. დიდი ხანი, რომ არ ვიცნობდეთ ერთმანეთს, არ ვიცი, როგორ მოვიქცეოდით, მაგრამ ერთმანეთს პატივს ვცემთ, ასე რომ, პრობლემა არ არის. ყველაფერი კარგადაა, არანაირი შემთხვევა არ არის“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰსა და იურგენ კლოპს შორის სიტყვიერი შელაპარაკება პრემიერლიგის ბოლო ტურში, „ვესტ ჰემთან“ მატჩის დროს მოხდა.