ვეტერანმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ნანდო ორსიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, არც თუ ისე მაღალ დონეზე ჩატარებული სეზონი შეიძლება ქართველი ფეხბურთელისთვის უკეთესიც კი აღმოჩნდეს.
„მიმდინარე სეზონში კვარაცხელია თავისი ხასიათის მსხვერპლიც გახდა, ასევე იყო ის მიზეზი, რომ მეტოქეებმა ზომები მიიღეს. შეიძლება, ასეთი სეზონი მისთვის სამომავლოდ კარგი გამოდგეს. ხშირად ნერვიულობდა, მაგრამ რა მიზეზით, არ ვიცი“, - თქვა ორსიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 42 მატჩში 10 გოლი გაიტანა, 7 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.