ფეხბურთი

10:27 | 3.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გამონაკლისია, მაგრამ გაჩერება არ გვინდა"

„ლევერკუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ ევროპა ლიგის ნახევარფინალში „რომასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, სურთ სეზონის ბოლომდე ასე მაღალ დონეზე ითამაშონ და თამაში არ წააგონ.

„კარგად და ყურადღებით ვითამაშეთ. „რომას“ ჰქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ პირველმა გოლმა თავდაჯერება შეგვმატა. სხვა მომენტებიც შევქმენით და მეორე ტაიმში დაცვაში შეცდომა არ დაგვიშვია. გუნდმა სოლიდური თამაში ჩაატარა, 2:0 კარგი შედეგია და სახლში ძალიან დამუხტულები ვბრუნდებით.

დაუმარცხებელი სერია? რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გამონაკლისია. შესანიშნავი ფეხბურთელები მყავს, კონცენტრაციის დონე ძალიან მაღალია, არ გვინდა გაჩერება, გვინდა შემდეგი მატჩებიც ამ დონეზე ვითამაშოთ. ტრებლი? ახლოს ვართ“, - თქვა ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ „ლევერკუზენი“ მიმდინარე სეზონში საერთოდ არ დამარცხებულა - 39 მოგება, 8 ფრე. გერმანულმა გუნდმა ბუნდესლიგა მოიგო, გერმანიის თასის ფინალშია და ევროპა ლიგის ფინალთანაც ძალიან ახლოსაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118534