სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

12:48 | 3.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ჟირონას" დოვბიკის ტრანსფერის გამო სანქციები ემუქრება

„ჟირონას“ ფინანსური და სპორტული სანქციები ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას Sportarena ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ესპანურმა კლუბმა არტიომ დოვბიკი „დნიპროდან“ თაღლითური გზით შეიძინა გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით.

ადვოკატმა ევგენი კუზმინმა უეფაში საჩივარიც შეიტანა და თქვა: „ჟირონამ“ არტიომ დოვბიკის ტრანსფერზე შესაბამისი თანხა გადაიხადა, მაგრამ დაბეგვრა უნდა განხორციელდეს უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად. უცნობია, რომელი დოკუმენტები იქნა გამოყენებული გადახდის დროს ესტონურ კომპანიასთან, რომელიც უკრაინული სააგენტოს სახელზე იყო რეგისტრირებული“.

ესპანური Marca იტყობინება, რომ „ჟირონას“ სპორტული სანქცია არ ემუქრება, თუმცა, შესაძლოა, უეფამ გამოძიება დაიწყოს, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში კი, ქულების დაკლება, ევროთასებიდან დისკვალიფიკაცია ან ქვედა ლიგაში დაქვეითებაც არ არის გამორიცხული.

შეგახსენებთ, რომ „ჟირონას“ შესანიშნავი სეზონი აქვს და ძალიან ახლოსაა ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის საგზურთან.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114759