ფეხბურთი

11:04 | 3.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" საჩემპიონო სეზონის დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

ნეაპოლში „ნაპოლის“ 2022-2023 წლების სეზონის დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.

ფილმის სახელია „შენთან ერთად ვიქნები“ და დაახლოებით 2 საათიანია და მთლიანად ასახავს გასულ სეზონს, როდესაც „ნაპოლი“ ჩემპიონი გახდა. პრეზენტაციას ცნობილ ადამიანებთან ერთად, „ნაპოლი“ სრული შემადგენლობით დაესწრო, მათ შორის იყო ხვიჩა კვარაცხელიაც.

პრეზენტაციაზე იყო „ნაპოლის“ ყოფილი მწვრთნელიც, ლუჩანო სპალეტიც, რომელმაც მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა: „რეჟისორმა თქვა, რომ ფილმის მთავარი გმირი ვარ? არა, რეჟისორი ცდება. მთავარ გმირები ბიჭები არიან, ჩემპიონობა ფეხბურთელების დამსახურება იყო“.

ასევე ისაუბრა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა: „ეს არის მომენტები, რომლებიც დარჩება გულსა და გონებაში, მოვიპოვეთ ის, რისი მოპოვებაც ამ ქალაქში არც ისე ადვილია. მიმდინარე სეზონისთვის ფანები გაბრაზებულები არიან? ვისაც სჯეროდა, რომ ზედიზედ ორჯერ ჩემპიონობა შეგვეძლო, ეს მხოლოდ ილუზია იყო, შეხედეთ, „მანჩესტერ იუნაიტედს“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ გასულ სეზონში ისტორიაში მესამედ და 33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო სკუდეტო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.117224